ყველაფერი
ჩრდილებზე

თუკი წლევანდელ ტრენდებს გადავხედავთ, შევამჩნევთ რომ ინტერესი სამგანზომილებიანი ფიგურების, გრადიენტებისა და მომრგვალებული ფორმებისადი მინელდა და წინა პლანზე უფრო მეტად წამოვიდა ბრტყელი ფორმები, მინიმალიზმი, ბრუტალიზმი და გლასმორფიზმი. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ სამგანზომილებიანი დიზაინების შექმნის საჭიროება აღარ არის და შესაბამისად ავთენტური ჩრდილების შექმნის საჭიროებაც გაქრა.
ვიზუალური იერარქია, სიღრმის ილუზია და ჩრდილი, როგორც მანიშნებელი
ციფრულ პროდუქტთან პირველივე ინტერაქციისას ჩვენი ქვეცნობიერი სამოქმედო არეალს ორად ყოფს, კლიკებად და არადაკლიკებად სივრცეებად. შესაბამისად, მომხმარებლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხედავდეს განსხვავებას დაკლიკებად და არადაკლიკებად ელემენტებს შორის. ზუსტად ამის გამო გვეჩვენება, რომ ელემენტები, რომლებიც ამობურცულია შეიძლება დაკლიკებადი იყოს, ხოლო ელემენტები, რომელიც ჩავარდნილია, ის შეიძლება შეივსოს. ეს ტექნიკები გვეხმარება ერთმანეთისგან გავარჩიოთ ღილაკები და შესავსები ფორმები. სიმაღლე და ჩრდილი კი ის ორი კომპონენტია, რომლითაც იქმნება ეს ეფექტი.
მარტივად რომ ვთქვათ, სიმაღლე პირობითად ეწოდება ორ ზედაპირს შორის მანძილს Z ღერძის გასწვრივ. ღერძებმა და ანბანის ბოლო ასოებმა არ დაგაბნიოთ. მეტი ვიზუალიზაციისთვის მოვიყვანთ Material.io-ს ინტერფეისს, სადაც კომპონენტების სიმაღლეთა ხარისხებია მოცემული.

რაც შეეხება ჩრდილს, მისი არქონა მომხმარებელს კითხვას უჩენს, ეს ელემენტი მოქმედი, აქტიურია თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ახლა.
გარდა იმისა, რომ ჩრდილი მომხმარებელს ეხმარება იერარქიულად განასხვავოს ესა თუ ის ელემენტი, ზოგ შემთხვევაში ეხმარება გაარჩიოს მდებარეობის პოზიციები ერთმანეთის მიმართ.

მაგალითისთვის მოცემულია ჩრდილის შვიდი დონე, მარცხნიდან მარჯვნივ სიმაღლე იმატებს.
ჩრდილის გაფართოება და სიმკვეთრის ნაკლებობა პირდაპირპროპორციულია სიმაღლის ზრდასთან, ხოლო რაც უფრო იკლებს სიმაღლე, ჩრდილი მით უფრო მკვეთრი და იოლად აღქმადი ხდება.


ჩრდილის ფერის განსასაზღვრად დაგეხმარებათ ის მთავარი ფერთა გამა, რომელიც უკვე შერჩეული გაქვთ. ჩრდილი მით უფრო ბუნებრივია, რაც უფრო მეტად ერწყმის გარემოს და უკანა ფონს.

მიუხედავად იმისა, რომ Figma უკვე გვთავაზობს დაცემული ჩრდილის მზა ვერსიას, უმჯობესი იქნება თუ თქვენ იმ გარემოზე მორგებით შექმნით ჩრდილს, რომელშიც ელემენტი იმყოფება. ზემოთ მოცემული მაგალითიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარჯვენა ვარიანტი თვალს უფრო ბუნებრივად ხვდება, ვიდრე პირველი.


ღილაკი გადატარებაზე და დაჭერის დროს, Marvel-ის სტაილგაიდის ინსპირაციით
ჩრდილი ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ელემენტის მდგომარეობის განსასაზღვრად. მაგალითად, ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში უნდა იქმნებოდეს ეფექტი რომ ელემენტის სიმაღლე იკლებს, შესაბამისად ჩრდილის სიმკვეთრეც და უთანაბრდება ინტერფეისის “ძირს”.

ღილაკი ჩრილს კარგავს მასზე და ჭერის შემთხვევაში
ღილაკი და მისი მდგომარეობის განსაზღვრა მკვეთრი დაცემული ჩრდილის მეშვეობით
შესადარებლად გამოვიყენოთ Duolingo-ს სტაილგაიდის ინსპირაციით შექმნილი ღილაკი, რომლის მდგომარეობასაც ვცვლით ჩრდილებისა და ფერთა მონაცვლეობით.

ღილაკის მდგომარეობა

100%-ით დაცემული ჩრდილი ხშირად არ გვხვდება თუ ეს სტილის ნაწილი არ არის. ამ შემთხვევაშიც გამოყენებულია მხოლოდ იმიტომ, რომ გაიმეოროს რეალურ, ნამდვილ კლავიატურის ღილაკებზე დაჭერის ეფექტი.
...
ძალიან ხშირად გვხვდება სხვადასხვა გაიდლაინში მითითება, რომ ვერიდოთ მკვეთრად დაცემული ჩრდილების გამოყნებას, რათა თავიდან ავიცილოთ ქაოსი და არ დავამძიმოთ საერთო ვიზუალი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ გვერდი უნდა ავუაროთ ჩრდილებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ეფექტი ემსახურება იმ ერთადერთ დედააზრს, რომ მომხმარებელს პროდუქტთან გამოცდილება მარტივი, ბუნებრივი და რეალობასთან მიახლოებული გახადოს. დიზაინში ჩრდილების გამოყენება კი ერთიორად ზრდის მომხმარებლის ბუნებრივ ინტერაქციას პროდუქტთან, არის კონკრეტული ინფორმაციის მატარებელი, რისი მეშვეობითაც მომხმარებელი უფრო თავდაჯერებული ხდება და შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს სხვადასხვა დანიშნულების მქონე ელემენტები.