
OpenAI-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომდევნო კვირებში Dall-E 2-ის მომხმარებლთა რიცხვი ერთ მილიონს მიაღწევს. მომხმარებლებს ახლა უკვე შეეძლებათ სურათები ყოველ თვე განახლებადი თავისუფალი კრედიტების საშუალებით დააგენერირონ. სურვილისამებრ შესაძლებელი იქნება დამატებითი კრედიტების შეძენაც, მაგ: 115 დამატებითი გენერაცია 15 დოლარად.

ახალი საკრედიტო სისტემის მიხედვით, თითოეულს მომხმარებელს შეეძლება პირველი თვის განმავლობაში გამოიყენოს 50 თავისუფალი კრედიტი, ხოლო ყოველ მომდევნო თქვეს დამატებით 15 თავისუფალი კრედიტი. მარტივად რომ ვთქვათ 1 კრედიტი უდრის 1 გენერაციას (4 სურათს), ან 1 ვარიაციას/ედითინგს, რომელიც თავის მხრივ 3 სურათს გვაძლევს.
დალის მთელი იდეა ისაა, რომ კრეატიული პროცესი რაც შეიძლება ააჩქაროს, ყოველგვარი სტრესისა და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელსაც სისტემა გვაძლევს, (მუსიკალური რგოლების გფორმება, ჟურნალების გარეკანის შექმნა, ნაწარმოების თუ ფილმის გმირების კონცეფციის შექმნა და ა.შ)

სისტემის ახლანდელი მახასიათებლები

1. ედითინგი — უკვე დაგენერირებული სურათების, ან ატვირთული ფოტოების შესწორება კონტექსტიდან გამომდინარე, ბუნებრივად მოწოდებული ტექსტური დავალების მიხედვით.
2. ვარიაციები — მსგავსად, ედითინგის ფუნქციისა, აქაც, მომხმარებელს შეეძლება უკვე დაგენერირებული სურათების ანდაც თავიანთ მიერ ატვირთული ფოტოების ვარიაციების შექმნა ორიგინალ ფოტოზე დაყრდნობით.
3. ჩემი კოლექცია — მომხმარებელს უფლებას აძლევს დალის პლატფორმაზევე შეინახოს დაგენერირებული ფოტოები.

ფასი
ბეტას პირველ ფაზაში გარდა ყოველთვიური თავისუფალი კრედიტებით სარგებლობისა, მომხმარებელს შეეძლება დამატებითი კრედიტების შეძენა 15 დოლარად. კრედიტი გაიხარჯება მას შემდეგ, რაც სისტემა მიიღებს ტექსტურ დავალებას დაგენერირებისა თუ ვარიაციების ღილაკებზე დაჭერით.
ამას გარდა, გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს მომხმარებელთა ფიდბექზე დაყრდნობით სხვა შესაძლო ვარიანტებიც განიხილოს, რომელიც მომხმარებელთა კრეატიულ პროცესს უფრო უკეთ მოერგება.
დალის გამოყენება კომერციული მიზნით
დღეიდან ყველა მომხმარებელს ეძლევა უფლება თავიანთი დაგენერირებული სურათები კომერციული მიზნითაც გამოიყენონ. დაახლოებით ერთი თვის წინ, როცა ვებინარს ვესწრებოდით, ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ფასზე დაისვა, მათ შორის იყო მცდელობა კომერციულ ჭრილშიც განგვეხილა, თუმცა დამაიმედებელი მაშინ ბევრი ვერაფერი გვითხრეს.
ახლა კი, ყველა მომხმარებელს აქვს უფლება საკუთარი სურათები დაპრინტოს, გაყიდოს ან მერჩად გაიტანოს, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა თავისუფალი კრედიტებით დააგენერირა თუ ნაყიდი. მათ შორის ის სურათებიც, რომელიც კვლევის პერიოდში დავაგენერირეთ.
როგორც OpenAI აღნიშნავს, მომხმარებელთა უმრავლესობა Dall-E 2-ს კომერციული მიზნებისთვის გამოიყენებს, მათ შორის საბავშვო ილუსტრაციების, ლიტერატურული თუ თამაშის პერსონაჟების კონცეფციების შესაქმნელად, აგრეთვე მუდბორდებისა და ფილმების სთორიბორდების დასახატად.
უსაფრთხოება
სანამ Dall-E 2 ბეტად ჩაეშვებოდა, OpenAI დეველოპერების, მხატვრების, მკვლევრებისა და სხვა მომხმარებლების უკუკავშირის გათვალისწინებით არაერთი ნაბიჯი გადადგა უსაფრთხოების სისტემის გასაუმჯობესებლად, მაგალითად:
1. არასწორად გამოყენების პრევენცია — OpenAI-მ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და რადგანაც საქმე ეხება მაღალი დონის გენერატორს, რეალური პიროვნებების, ცნობილი სახეების თუ პოლიტიკური ფიგურების ფოტოების დაგენერირება საერთოდ ამოიღო საწვრთვნელი სისტემიდან.
2. მავნე, საზიანო სურათების პრევენცია — კონტენტის ფილტრი ისე არის მოწყობილი რომ სისტემა მაშინვე ფილტრავს და ბლოკავს სურათს, როგორც კი დაბლოკილ სიტყვას ან სიტყვაში შემავალ რომელიმე “აკრძალულ” სიტყვას დაინახავს. შედეგად ვიღებთ, რომ მომხმარებლებს არ შეეძლებათ დააგენერირონ ძალადობის ამსახველი სურათები, პორნოგრაფიული ტიპის სურათები, ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური კონტენტი.

3. მიკერძოებულობის შემცირებაახალი ტექნიკის გამოყენებით OpenAI აღნიშნავს რომ Dall-E 2 ახლა უფრო მრავალფეროვან დემოგრაფიას წარმოაჩენს ისეთი ტექსტური დავალებების მიცემის დროს, რომელიც არ აკონკრეტებს არც სქესს, არც რასას და არც გენდერს.
რაც შეეხება მონიტორინგს, OpenAI აქვე დასძენს, რომ სისტემის უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგი არ შეწყდება.
სუბსიდირება ან ხელოვანთა ხელშეწყობა
OpenAI სურვილს გამოთქვამს Dall-E 2 უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის, ხოლო იმ ხელოვანებს ვისაც სტაბილური შემოსავალი არ აქვს, საშუალებას აძლევს თანადაფინანსება მოიპოვონ სამომავლოდ. იხილეთ ფორმა.
პირადად მე, ორგვარი მოსაზრება მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, თავიდანვე ვიცოდით, რომ ფასის გამოჩენისთანავე რაღაცები მაშინვე შეიცვლებოდა, შესაბამისად შეიცვლებოდა დამოკიდებულებად სისტემისადმი, დარწმუნებული ვარ გამოჩნდება ხალხი, ვინც იმის შიშით რომ კრედიტები ტყუილად არ დაკარგოს, სიფრთხილეს გამოიჩენს გენერაციების დროს, რაც თავის მხრივ კრეატიულობას უკან დაწევს. თუმცაღა, ერთ მხრივ საჯაროდ გაზიარებული ფოტოები და ყველა ის ხრიკები რაც ამ ხნის განმავლობაში შევაგროვეთ, უნდა დაეხმაროს მომავალ მომხმარებელს, ტექსტური დავალების სწორად ფორმირებაში, რათა ნაკლები გენერაციებით მიიღოს მაქსიმუმი სისტემისგან.